09.10.2024
- Advertisement -spot_img

ალუდა ღუდუშაური – ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა

რეზოლუცია, სადაც ტყუილები წერია, როგორ უნდა იყოს ანგარიშგასაწევი?! ტყუილებზე დაფუძნებული ევროპა კი არა, საკუთარი ოჯახი არ მინდა , – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„ეს ევროპარლამენტარების განცხადებაა და მათი პოზიციაა, ხოლო ევროკავშირისას დაველოდებით. დაველოდებით, როდესაც იქნება საბოლოო. მოთმინებით ველოდებით და ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას. როგორც ევროპულ ნამდვილ ღირებულებას შეეფერება. მაგრამ გგონიათ, 308 ევროპარლამენტარი რომ იტყვის, რომ ეს კრიმინალი სააკაშვილი ყოფილა დემოკრატიის შუქურა და კასტილებიანი კაცი და მეგისა ქარდავა ყოფილა დემოკრატიის შუქურა, გგონიათ ამით რეალობა შეიცვლება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სხვაგვარად იფიქრებს? თუ იმ გაუბედურებული ოჯახებისთვის შეიცვლება რამე? 308-ვე ევროპარლამენტარს ვეკითხები ამას, ამით შეიცვლება რამე? სერგო თეთრაძის ოჯახისთვის რამე შეიცვლება? მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img