09.12.2021
- Advertisement -spot_img

ამბიციები გეგმის გარეშე – წალენჯიხის ენმ-ს მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამა არ აქვს

წალენჯიხაში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს სამოქმედო გეგმა, რომელიც საარჩევნო პროგრამის ნაწილია, არ აქვს.

 ორდღიანი ლოდინის შემდეგ, “კვირას” გია ხარჩილავამ წერილობითი პასუხი გამოუგზავნა, თუმცა გაცემულ პასუხში ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა, რომლებიც კონკრეტიკისგან სრულად დაცლილია.

კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში პირველად რას გააკეთებს წალენჯიხაში და ზოგადად თუ აქვს სამოქმედო გეგმა – ოპოზიციის კანდიდატმა გვითხრა: “უპირველესად, წალენჯიხაში დამკვიდრდება კოალიციური თვითმმართველობა, როგორც გარანტი კორუფციის, ნეპოტიზმის, სატენდერო მანიპულაციების აღმოფხვრისა, სრული გამჭვირვალობის და ადგილებზე დემოკრატიული პროცესების განვითარებისა. პრიორიტეტების განსაზღვრით და სათანადო კვალიფიკაციით ჩვენ შევცვლით ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს. რეალური თვითმმართველობა – ეს იქნება მონაპოვარი მოქალაქეებისთვის. ძვირფასო წალენჯიხელებო, პატივია თქვენს გვერდით ბრძოლა, სრულად მაქვს გააზრებული მომავალი პასუხისმგებლობანი და თავდაუზოგაობის აუცილებლობა”.

მიუხედავად იმისა, რომ გია ხარჩილავას თქმით, მას სრულად აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რასაც წალენჯიხის მერობა გულისხმობს და ამისთვის “თავდაუზოგავად იშრომებს”, მან სამოქმედო გეგმა, პროექტი ან თუნდაც დაპირება, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში წალენჯიხელებისა და წალენჯიხისთვის გააკეთებს, ვერ წარმოადგინა. განსხვავებით მისი ოპონენტისგან. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს გოგა გულორდავას, წალენჯიხის ეკონომიკური განვითარებისთვის 6-პუნქტიანი გეგმა აქვს გაწერილი.

http://region.kvira.ge/71029/?fbclid=IwAR1Khq1mJfosELE0nT1x3zhirNb160sEOvmcAuvcUnuZsfNq3FBgMGSHfcM

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img