17.09.2021
- Advertisement -spot_img

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია სტუმრობს. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასპინძლობს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან. გაიმართება შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც. ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენები ასევე მოინახულებენ საოკუპაციო ხაზს.

შეხვედრების დროს მთავარი განსახილველი თემები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და უსაფრთხოებას შეეხება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი).

„ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში არის მნიშვნელოვანი მოვლენა. განსაკუთრებით, რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენ, ბუნებრივია, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ, რათა ამერიკელ კოლეგებთან განვიხილოთ უსაფრთხოების თემები, ის გამოწვევები, რაც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხები. ბუნებრივია, ჩვენი საუბარი შეეხება სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსთვის, განსაკუთრებით დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორპარტიული მხარდაჭერა, რითაც დღეს სარგებლობს ჩვენი ქვეყანა, დარჩეს ასე და გაგრძელდეს, გაღრმავდეს, გაძლიერდეს. ბუნებრივია, ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება, თუ რა გზებით შეიძლება, გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყება და 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მეგის ქარდავას ექსტრადირება. 11 საქმიდან ხუთზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

1tv.geმეგის ქარდავას მიმართ წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება უვადო პატიმრობას ითვალისწინებსმეგის ქარდავას ექსტრადიციასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img