16.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პანდემიის გათვალისწინებით პოზიციები საპატრიარქოსთანაც შეჯერდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულის უმტკივნეულოდ გამართვასთან დაკავშირებით პოზიციები საპატრიარქოსთანაც შეჯერდება.

როგორც მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ თემაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადება და მოსახლეობას სჭირდება. ამასთან, მეორე მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ და თან ისეთზე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ ჩვენი დღესასწაული და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img