20.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე: “არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძესთან არ მაქვს”

დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა, დიდი ალბათობით ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა Covax პლატფორმას დღეს გადაერიცხა.

„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, Covax პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება “ფაიზერს”, მისი  განცხადებით, დარწმუნებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი

„ნოვოვაქსი“ დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.

„ფაიზერთან” უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ფაიზერთან” უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა, ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია – მასსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებულ უთანხმოებაზე და  მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

„დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი – SARS-COV-2, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ 19-ს. ეს დაპირისპირებულობა არსებობს, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ვჯაბნიდი სექტემბრის შუა რიცხვებამდე, მერე მან დამჯაბნა მე სექტემბრის მეორე ნახევრიდან. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ისევ დაიწყო ამ ბრძოლაში ჩემი უპირატესობა და დღეს ისევ ჯერჯერობით მე ვჯობნი მას. ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს.

ვნახოთ საბოლოოდ როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან არ მაქვს

ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. გასაგებია, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია, განხილვა და კამათი გვაქვს, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას. თუ სადმე განიხილებოდა ეს საკითხი, მე არ ვიცი. გუშინდელ შეხვედრაზე განიხილებოდა მხოლოდ ვაქცინაციის და ეპიდსიტუაციის საკითხი. თუ ძალიან გინდათ გადავდგე და გყავთ ვინმე კანდიდატი, დამისახელეთ და კი ბატონო! თუ ჩავთვლი, რომ ის ღირსეული ადამიანია და ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტს გაუკეთებს და ამ ეტაპზე მე ცოტას ვუკეთებ, სიამოვნებით დავუთმობ მას ადგილს. მითხარით! ჯერ მე არ გამიგია, რომ ჩვენთან აუდიტი შემოდის, არ ვიცი, არ უთქვამთ ჩემთვის. ახლა რომ მივალ გადავამოწმებ. ვაგრძელებ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img