24.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე ASTRAZENECA-თი აცრის შეფერხებაზე – სამწუხაროდ, მოწოდებაში სერიოზილი შეფერხებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ASTRAZENECA-თი ვაქცინაციის შეფერხების მიზეზი ვაქცინის მიწოდების დაგვიანებაა. 

“ASTRAZENECA-ს ახალი დოზები 22 ივნისს უნდა შემოსულიყო გამთენიისას. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მოწოდებაში სერიოზილი შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რომელზეც არ ჩავღრმავდები, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მოწოდება ვერ მოხდა და ამიტომ ჩვენ დაახლოებით 4-5 ათასამდე ვაქცინაზე დეფიციტი გვაქვს”- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

ათობით მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ASTRAZENECA-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა, წერს, რომ მეორე დაჯავშნილ დოზას ვერ იღებს. გუშინ, 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img