25.10.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დაგვრჩა, არის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს

„ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დაგვრჩა, არის იმის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს.

„დღეს ჩვენ გვაქვს „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზა დარჩენილი. სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ მოთხოვნა თითქმის არ არის, იმის ალბათობაა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს. ქვეყანა აღარ ყიდულობს „ასტრაზენეკას“, არც დონაციით არ მივიღებთ“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, „ასტრაზენეკას” პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა. მოქალაქეებს მხოლოდ „ასტრაზენეკას” მეორე დოზებზე რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img