19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე: „ჩვენ, ექიმები უფრო მკაცრები ვართ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხაებით, ექიმებს უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას”დაახლოებით” ეთანხმება, თუმცა მათი პოზიცია ყოველთვის უფრო მკაცრია.

ექიმებს უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით

“მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭო არსებობს იმისთვის, რომ იქედან კოორდინირებული და ბალანსირებული გადაწყვეტილება გამოდის. ჩვენ, ექიმები და განსაკუთრებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ უფრო მკაცრი და რადიკალური ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაცია დღეს არის და იყო, რომ ეს მოხდეს (შეზღუდვების შემსუბუქება) ეტაპობრივად. დაახლოებით ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაგებია, რომ ჩვენ უფრო რადიკალური ვიყავით”, — განაცხადაამირან გამყრელიძემ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჩვენ რეკომენდაცია დღეს არის და იყო, რომ ეს მოხდეს (შეზღუდვების შემსუბუქება) ეტაპობრივად

შეგახსენებთ,  საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც პირველად ესწრებოდა ახალი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, მოლებისა და ბაზრობების მუშაობის აღდგენა შაბათ-კვირას, რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა, საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა  და ა.შ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img