17.01.2022
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მობილობის გაზრდის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება.

„მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში, ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img