19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ჩვენთან ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს…იმატა რეინფიცირების შემთხვევებმაც

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ე.წ ბრიტანული შტამი ცირკულირებს და ამ შტამის გავრცელების უკვე საკმაო რაოდენობა დაგროვდა.

„ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, ეს მოსალოდნელიც იყო. მოგეხსენებათ, ძირითადად ჩვენთან მაინც ცირკულირებს სხვა შტამებიდან ე.წ ბრიტანული შტამი. ეს უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა, ამიტომ ჩანს, რომ მისი ცირკულაცია ქვეყანაში არის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში იმატებს რეინფიცირების შემთხვევებიც, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ინტენსიური ვაქცინაციის საჭიროებას.

„გარკვეულად, მაგრამ არა ასეთი ინტენსივობით, არის რეინფიცირების შემთხვევები, გვაქვს რამდენიმე დადგენილი რეინფიცირების შემთხვევა ქვეყანაში და ამას აუცილებლად ხაზგასმა სჭირდება, რომ ზოგადად რეინფიცირება ჩვენთან კი არა მთლიანად მსოფლიოში იმატებს და სწორედ ამიტომაც არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს იგივე რეინფიცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img