12.06.2021
- Advertisement -

ამირან გამყრელიძე – დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

დეკემბრის შემდეგ, დღეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს დაიღუპა 31 ადამიანი. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორი კვირით ჩამორჩება ინფიცირების ზრდის მაჩვენებელს. ამ და სხვა პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ვართ პიკში. თუ ძალიან არ გავლაღდებით, ორი კვირის შემდეგ ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კორონავირუსით უნფიცირების 1788 შემთხვევა გამოვლინდა.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე, „ნიუ ჰოსპიტალსის ეზოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა. „ნიუ ჰოსპიტალის“ დირექტორის გიორგი რამიშვილის განცხადებით, მის კლინიკაში...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -