19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 17 „კლასტერია“ და ყველა წვეულებებსა და სუფრას უკავშირდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა და 17-ვე „კლასტერი“ რომელიც დღეს ქვეყანაშია, სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო.  

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, თუ არ იქნება რადიკალური ზომები მიღებული და საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეიძლება დაიწყოს ვირუსის საყოველთაო გავრცელება.

„ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან თანდათან მეტად რთულდება. მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე, რასაც ინციდენტობას ვეძახით, გაზრდილია, თუ ეს მაჩვენებელი გვქონდა 2 კვირის წინ 9-10-ის ფარგლებში, დღეს ეს არის 16-17-ის ფარგლებში.

ასევე კუმულაციური ინციდენტობაც გაზრდილია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. გუშინ 24 საათში 14 ათასამდე ტესტი ჩატარდა და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა. აქტიური შემთხვევა 7017-ია. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2,62; 7- დღიანი – 2, 51; ბოლო 30 დღის მიუახლოვდა 2%-ს. რეპროდუქციის პროცენტი ავიდა 1, 34-ზე, რაც ძალიან საგულისხმოა.

ყველა ეს ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, სამწუხაროდ, ქვეყანაში გაუარესებულია. ბოლო კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, გვაქვს უფრო მეტი დადებითი შემთხვევები. ბოლო ორ კვირაში, წინა ორ კვირასთან შედარებით უფრო მეტი დადებითი შემთხვევაა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება. დღევანდელი დღით გვაქვს 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ არ მივყევით რეკომენდაციებს, არ იქნა მიღებული რადიკალური ზომები, შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება.

ვიმეორებ, შეიძლება თავი მოგაწყინეთ, მაგრამ 17-ვე „კლასტერი“, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, ეპიდემიის შემდგომ განვითარებას შევაკავებთ. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, თბილ ამინდში უფრო მეტად დამშვიდებული შევალთ, რომ ეპიდსიტუაცია მეტად არ გაუარესდება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img