17.01.2022
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა

დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა. ეს ეპიდემიის განვითარების ერთგვარი ბუნებრივი მრუდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სასიამოვნოა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი 76%-ია. იდეალური მაჩვენებელი 95%-ია, მაგრამ აპრილის დასაწყისზე ბევრად მეტია, რადგან მაშინ პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოსული იყო 50%-ზე. იანვარში გვქონდა 75%. ახლა მაჩვენებელმა აიწია და კარგია, რომ ტემპერატურის ზრდის მიუხედავად, ადამიანები პირბადეს იყენებენ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი არაა, რადგან ეპიდემიის პიკში ვართ.

საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწტყვეტილების საფუძველზე, 13 მაისიდან უქმე დღეებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამ ეტაპზე, ღამის საათებში 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს – გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. ხოშტარია მინისტრს ზურაბ აზარაშვილს დევნილებთან შეთანხმებით, შეხვედრას სთავაზობს და აცხადებს, რომ თუ სანატორიუმ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img