დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი, 14 თებერვლის კოვიდსტატისტიკა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას არ ასახავს.
გამყრელიძის თქმით, არასწორი კოვიდსტატიკის მიზეზი ტექნიკური ხარვეზია, რაგან შაბათ-კვირას პორტალი განახლდა და ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა.
“სიტუაცია, რა თქმა უნდა, მარტივი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომირკონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს შემცირება. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში უნდა დაიწყოს.
დღევანდელი სტატისტიკა რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი. ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხდა, რაგდან შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა, ყველა შემთხვევის ატვირთვა ვერ მოხერხდა – დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ”. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია.