24.07.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ მიდის.

“სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში უარესობისკენ დაიძრა. ვიყავით დაახლოებით პლატოზე და ახლა ბოლო 1 კვირაა ყველა მაჩვენებელი ზემოთ მიდის. დღეს ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დღეს ჩვენ უკვე მიწოდების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი. რომ შეხვალთ Booking-ის საიტზე, ნახავთ, რომ მაგალითად სინოფარმზე ცრის დღეს 162 ბრიგადა ქვეყნის მასშტაბით და ძალიან ბევრგან არის დაუჯავშნელი. დღეს ღიაა დაახლოებით 80 000-მდე დასაჯავშნი ადგილი 19 ივლისამდე. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, დავჯავშნოთ, ან უკვე ხვალიდან ალბათ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება რომელ დაწესებულებაში რამდენი ადგილია, შეუძლიათ მიბრძანდნენ და წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრან.” – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img