27.07.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ეს ცეცხლთან თამაშია, ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია

„ეს ცეცხლთან თამაშია – ჩვენ ჯერ კორონავირუსული ინფექცია არ დაგვიმარცხებია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბრისას, არსებული ეპიდვითარების შეფასებისას.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მომატებულია.

„დღესაც 521 შემთხვევა იყო, 12 ადამიანი დაიღუპა ბოლო 24 საათში, ეს ხომ სერიოზული ციფრებია პატარა საქართველოსთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავითავისოთ, მესმის, რომ რთულია, ზაფხულია და ყველას გვინდა უფრო მეტი თავისუფლება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

მართვის მოწმობის გამოცდის წესი იცვლება – 2022 წლიდან პრაქტიკული გამოცდა ქუჩაშიც ჩატარდება

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.შინაგან...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img