19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში დელტა შტამით ინფიცირებულების შემთხვევები გაიზარდა და დღეს, შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უკვე 10-დან 20% ცირკულირებს დელტა შტამი და მეტი სიფრთხილე გვმართებს.

„გიდასტურებთ, რომ გაიზარდა შემთხვევები, გუშინ „დელტა“ შტამის შვიდი შემთხვევა დადასტურდა. სხვადასხვა პროგნოზირების მაჩვენებლით, როგორც საერთაშორისო ინსტიტუციების, ისე ჩვენი მოდელირებით, ვფიქრობთ, რომ 10-დან 20 პროცენტამდე შეიძლება, ქვეყანაში მერყეობდეს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. მოგეხსენებათ, ეს პროგნოზირებადი იყო, რამდენადაც ეს შტამი თანდათან ბრიტანეთში და ევროპის ქვეყნებში ანაცვლებს ე.წ. ბრიტანულ შტამს და მისი გავრცელება სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. თუ არ ვცდები, დღევანდელი მონაცემებით, 85 ქვეყანაში არის უკვე დაფიქსირებული. მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტად უნდა დავიცვათ რეგულაციები და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img