დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრელიძის განცხადებით, ხვალინდელ საკოორდინაციო საბჭოზე მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. როგორც გამყრელიძემ “საზოგადოებრიბ მაუწყებელთან” საუბრისას აღნიშნა, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების.
“ხვალ არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზეც უკვე კონსენსუსი არსებობს. ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებაში. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, რადგან აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, დიდი ადამიანური დანაკარგი. 60 წელს გადაცილებული პირების სავალდებულო ვაქცინაციაზე არ არის საუბარი, მომზადებულია მთელი რიგი პაკეტი წამახალისებელი ღონისძიებების, რათა ამ ასაკის ადამიანებს აცრის სურვილი გაუჩნდეთ. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ ეს ასაკობრივი ჯგუფი – რადგან ამ ასაკზე სიკვდილიანობის 60% მოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ გარდაცვლილთა 99 % გვყავდა აუცრელი.” – განაცხადა გამყრელიძემ.