19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის  განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა.

„ახალი შტამის დაახლოებით 50-მდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ძირითადად ეს არის ბრიტანული შტამი, რომელიც ევროპაში ვრცელდება. ალბათ ჩვენთანაც იქნება, მაგრამ როგორც კვლევა აჩვენებს, დღევანდელი ვაქცინები ამ შტამს ფარავს“,- ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, რამდენიმე ადამიანის კვლევა მიმდინარეობს.

„კვლევაშია რამდენიმე ადამიანი, თუმცა საბოლოო დადასტურებული არ არის. მატება გვექნება. რთულია თქმა, რამდენი იქნება – ეს არ იქნება ათობით, მაგრამ რამდენიმე ერთეული დაემატება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img