29.03.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია – არ ველოდებით, ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ტემპი ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია და საზოგადოებაში პანიკა არ არის. მისი თქმით, პროგნოზულად არ არის ის ვითარება, რომ ისეთი ტალღა გვქონდეს, როგორიც გასულ აგვისტოს.

როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია.

„მოგეხსენებათ, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევები მზარდია. ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი გაზრდილია, მაგრამ ოდნავ დამამშვიდებელია ის, რომ შემცირდა რეპროდუქციის ინდექსი ანუ გავრცელების ინტენსივობა, გავრცელების ტემპი, ბოლო კვირის განმავლობაში შემცირებულია. თუ ჩვენ ყოველ კვირა გვქონდა შემთხვევების გაორმაგება, ახლა, ბოლო კვირას მომატებულია რაოდენობა, თუმცა ეს არ არის 2-ჯერ მეტი, როგორც წინა კვირაში. ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირებულია. ჩვენთან ძირითადად ცირკულირებს BA.4 და BA.5, უპირატესად BA.5 შტამი. რაც მთავარია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი სიკვდილიანობა არ იმატებს, დღეში გვაქვს 1 ან არცერთი გარდაცვალება. არც კლინიკებია გადატვირთული. BA.5 ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შემთხვევების ზრდა არის, მაგრამ არ არის საზოგადოებაში პანიკა, პროგნოზულად არ არის ისეთი ვითარება, რომ გვქონდეს ისეთი ტალღა, როგორც გასულ აგვისტოს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img