20.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის ინდური შტამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით

„ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით“, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს.

გამყრელიძის განცხადებით, თავად ინდოეთშიც კი, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არაა გამოწვეული.

„იქ უპირატესობა აქვს ბრიტანულ შტამს. ორმაგი მუტაცია, რომელიც ინდურ შტამშია, არის უმცირესობაში. უმრავლესობაშია ბრიტანული შტამი. რა თქმა უნდა, ოდესღაც, ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო, მისგან რაღაც „ბუას“ ნუ შევქმნით. ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით, ამ შტამებს ფარავენ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img