19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე: ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1009 შემთხვევიდან, 16% რეინფიცირებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს „ომიკრონის“ შტამის დადასტურებული 1009 შემთხვევიდან 16% რეინფიცირებაა.

მისი თქმით, ლაბორატორიულად კორონავირუსის დადასტურებული 5000 შემთხვევიდან 45% „ომიკრონის“ შტამია.

„შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე – დაახლოებით 61%. „ომიკრონის“ შესწავლილი შემთხვევების 12% იმერეთზე, 6,5% აჭარაზე, 3% კი ქვემო ქართლზე მოდის. ასევე, „ომიკრონთან“ მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ 1009 შემთხვევიდან 14 შემთხვევაში მოხდა ჰოსპიტალიზაცია, საიდანაც 12-მა უკვე დატოვა კლინიკა, 12-დან ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება არცერთს დასჭირვებია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img