27.10.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე ლექსო ლაშქარავაზე – ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, მთავრობისაც და საზოგადოებისაც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება  ყველას საერთო პასუხისმგებლობაა, მთავრობისაც და საზოგადოებისაც.

„საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ლექსოსთან, ხშირად იყო ჩვენთან ჩაწერებზე. კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთან, მისი დედა და დეიდა – ჩვენი ერთი თაობის ექიმები ვართ, ერთად ვსწავლობდით და ლექსოს ბაბუა ჩვენი მასწავლებელი იყო.

ეს ტრაგიკული შემთხვევა ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვა, რა თქმა უნდა, უდიდესი დანაკლისია ყველა ჩვენგანისთვის და მინდა ხმამაღლა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება.

იცით, მე არ ვცემ პოლიტიკურ პასუხს, მაგრამ გიპასუხებთ, როგორც მოქალაქე, გიპასუხებთ, რომ ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა ყველასი – დაწყებული მთავრობით, დამთავრებული საზოგადოებით – საზოგადოება უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, მეტად ურთიერთგამგები, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყანას ემუქრება რთული მდგომარეობა, როცა შეიძლება შევიდეთ მძიმე მეოთხე ტალღაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img