20.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე: მომხრე ვართ, მათ, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, “პრივილეგია” ჰქონდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის მომხრეა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ კოვიდპასპორტი ჰქონდეთ გარკვეული ‘”პრივილეგიები”.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილი ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა ინცენტივები საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამოდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა. მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის, იგივე ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები, სადაც ყველა აცრილია. ასევე, გვაქვს კოვიდთავისუფალი კლინიკები, სადაც ყველა ექიმი, სამედიცინო პერსონალი აცრილია და ასე შემდეგ. ეს სერიოზული პრივილეგიაა ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა დაწესებულება.” – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img