23.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ნოემბერში შესაძლოა სავალდებულო აცრის საკითხი გადაწყდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი შესაძლოა ნოემბერში გადაწყდეს. მისი თქმით, ქვეყანაში ნებაყოფლობითი ვაქცინაციით მოსახლეობის 35-37%-ის აცრა მოხერხდა, რაც საკმარისი არ არის. ჯანდაცვის სისტემას მიზნად მოსახლეობის 70-80%-ის აცრა აქვს დასახული.

“სოფლებში რომ დავდივართ გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა – არა. იგივეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, რომ აუცრელ ადამიანებს ჰქონდეთ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას.

ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img