25.10.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ოქტომბრის ბოლოს მოსალოდნელია კოვიდის და გრიპის ტვინდემია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებაა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ტემპერატურის კლებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა რესპირატორული ვირუსების ცირკულირება, რაც კოვიდთან ერთად ე.წ. ტვინდემიას (ორი სხვადასხვა ვირუსის ერთდროულ გავრცელებას) გამოიწვევს:

“ბოლო სამი დღეა, წინა ორ კვირასთან შედარებით გვაქვს 300 ერთეულით მეტი შემთხვევა. ეს ძალიან ყურადღებამისაქცევი ფაქტია, ჩვენ ისევ ნელ-ნელა გვეწყება ახალი შემთხვევების ზრდა. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამიტომ ამ პროცესს შეაჩერებს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ ის, რომ დავარდა ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი და ბოლო კვირაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 8 ათასია და ეს არის დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გვქონდა აგვისტოში – ძალიან ცუდია.

თან ახლა ცივი სეზონი მოდის, სხვა რესპირატორული ვირუსები გამოჩნდება. ოქტომბრის ბოლოს გრიპი გვექნება და მოსალოდნელია ტვინდემია გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა. თუ არ ავიცერით და კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში (დღეს 50-55%-ის ფარგლებში გვაქვს,) თუ ეს არ იქნა 80%, გვექნება რთული ნოემბერი”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1942 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4650 პირი. გუშინ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img