დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძის განხადებით, დღეისათვის Pfizer-ზე 153 000 ადგილია დაჯავშნილი, კიდევ 100 000-ის მარაგი გვაქვს.
“გუშინ ჩვენ დაახლოებით 161 000 ჯავშანი გამოვიტანეთ Pfizer-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, დაჯავშნილია 153 000 ადგილი. ჩვენ პირველ დოზაზე, დაახლოებით, 100 000-ის მარაგი ქვეყანაში არის და კიდევ შემოვა თანდათანობით.
საბჭოზე ჯანდაცვის სამინისტრომ დავალება მიიღო პრემიერმინისტრისგან, რომ ხელმისაწვდომობისთვის უფრო გაიშალოს აცრების გეოგრაფიული არეალი. მოლებზეა საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული.” – განაცხადა გამყრელიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.