23.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე

ქვეყანაში 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს და ნომერ პირველი ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა, რომელზეც გადის პანდემიის დასრულების გზა.

„ქვეყანაში 500 აცრილი ადამიანი არის ერთი შენარჩუნებული სიცოცხლე. ამიტომ, საქართველოს თითოეული მოქალაქე თავის თანამოქალაქეებთან ვალდებულია, რომ აიცრას და თავისი აცრით დაიცვას სხვა ფატალური გამოსავლისგან.ქვეყანაში დილის მონაცემებით ჩატარებულია 38 553 აცრა. აქედან „ასტრაზენეკათი“ აცრილია 21 910, „ფაიზერით“ 13 756 პირველი დოზით, გვყავს 2 887 „ფაიზერით“ ორჯერადი დოზით, ანუ სრულად აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img