დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ორჯერ აცრილი არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ გარდაცვლილა.
“15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, იმ რიცხვიდან დღემდე COVID-ით გარდაცვლილია 1 668, 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% ამ გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. ასევე, გვაქვს ანალიზი, რომელსაც, ალბათ, 10 დღეში გამოვაქვეყნებთ, ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება, ეს არის სადღაც 0.8%-ის ფარგლებში, და ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო, ეს არის 0.3%-ის ფარგლებში. სხვადასხვა ვაქცინებზე ეს სხვადასხვაა, მაგრამ მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ უკვე COVID-ით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ვაქცინები პირველ რიგში იცავენ მძიმე გართულებისგან და მძიმე გამოსავლისგან” – განაცხადა გამყრელიძემ.