24.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში ორჯერ აცრილი არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ გარდაცვლილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ორჯერ აცრილი არცერთი მოქალაქე კორონავირუსით არ გარდაცვლილა.

“15 მარტის შემდეგ, რაც ქვეყანაში აცრები დავიწყეთ, იმ რიცხვიდან დღემდე COVID-ით გარდაცვლილია 1 668, 1 664 არ იყო ვაქცინირებული, ანუ 98.6% ამ გარდაცვლილების არ იყო ვაქცინირებული. ასევე, გვაქვს ანალიზი, რომელსაც, ალბათ, 10 დღეში გამოვაქვეყნებთ, ერთჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო ინფიცირება, ეს არის სადღაც 0.8%-ის ფარგლებში, და ორჯერადი აცრის შემდეგ რამდენი იყო, ეს არის 0.3%-ის ფარგლებში. სხვადასხვა ვაქცინებზე ეს სხვადასხვაა, მაგრამ მთავარია, რომ ორჯერ აცრილებში ჩვენ უკვე COVID-ით სიკვდილიანობა არ გვქონია, ყოველ შემთხვევაში, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. ეს ვაქცინები პირველ რიგში იცავენ მძიმე გართულებისგან და მძიმე გამოსავლისგან” – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img