30.07.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – შესაძლოა „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, სხვა ჯგუფებიც აიცრან

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში არსებული „ასტრაზენეკას“ დოზებით ექიმების გარდა, სხვა ჯგუფებიც აიცრან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ფაქტის განხილვა გუშინ იმუნიზაციის საბჭოზე იყო დაგეგმილი, თუმცა, 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო.

„გუშინ აიცრა 735 ადამიანი, დღეს 107 ადამიანი ქვეყნის მასშტაბით. ამ ფაქტის განხილვა იყო დაგეგმილი იმუნიზაციის საბჭოზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფაქტი რომ მოხდა, ჯერჯერობით, ამ საკითხზე ვერ ვისაუბრეთ. განიხილება ეს საკითხი, ჯერ იმუნიზაციის საბჭოზე, შემდეგ საკოროდინაციო საბჭოზე და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ირაკლი კობახიძე – „ლელოსავით“ 3% რომც ავიღოთ, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img