28.03.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – “სინოვაკზე” უკვე დარეგისტრირებულია 13 000-ზე მეტი ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ “სინოვაკზე” უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული.

“ეს არის ჩინური კერძო კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია 32 ქვეყანაში და უკვე დაახლოებით 260 მილიონ დოზაზე მეტი აქვს კომპანიას მიწოდებული, როგორც ჩინეთის, ისე სხვადასხვა ქვეყნებისთვის.

ამ ვაქცინის მეორე ინიექცია კეთდება პირველი დოზიდან 14-28 დღის ფარგლებში. 100 000 დოზა სინოვაკი გაიყოფა ორ ნაწილად და გაუკეთდება 50 000 პირს 18 წლის ზემოთ. შესაბამისად, მერე 14-28 დღის შემდგომ გაკეთდება მეორე დოზა. რეგისტრაცია დაიწყო გუშინ და დღეისთვის უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, 4 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია გრძელდება, თანდათან ემატება ამცრელი ბრიგადები და კაბინეტები” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img