28.10.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – ტაქსებში თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს. ასევე, ბავშვის თანდასწრებით მსუბუქ მანქანაში მოწევაც

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქვთ ინიციატივა, რომ ტაქსებში მძღოლებისა და მგზავრების მიერ თამბაქოს მოწევა აიკრძალოს. გამყრელიძის თქმით, საკუთარ ავტომობილში მოწევის აკრძალვის ინიციატივა მხოლოდ იმ შემთხვევას ეხება, როდესაც მანქანაში ბავშვი ზის.

“დაიწყო დიდი დისკუსია, რომ თითქოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი შედის წინადადებით, რომ აიკრძალოს ტაქსებში და საკუთარ მანქანებში. გეთანხმებით, რომ დიახ, შევდივართ. როცა კანონი იქნა მიღებული 2017 წელს, მაშინ დაიშვა ეს გამონაკლისი ტაქსებში მოწევის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამას. ახლა, დიახ, ინიციატივაა ის, რომ ტაქსებში არ უნდა ეწეოდეს არც მძღოლი, არც იქ მჯდომი იმიტომ, რომ ის ბოლი, რომელიც გროვდება გამონაბოლქვიდან თამბაქოსი, უარყოფითად მოქმედებს ადამიანის და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე, ამიტომ დიახ, ჩვენ ვართ ინიციატორი იმის, რომ ტაქსებში მოწევა არ უნდა იყოს. როცა ვჯდები ტაქსიში, ზოგიერთი კეთილმოსურნე მძღოლი გეკითხება, შეიძლება მოვწიო თუ არა. არ უნდა მოწიოს მძღოლმა, როგორც მე არ უნდა მოვწიო. მე არ ვეწევი, მაგრამ მგზავრმა არ უნდა მოწიოს”, – ამბობს გამყრელიძე.

ადამიანები შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ჩვენ ვკრძალავთ მოწევას საკუთარ მანქანებში. ჩვენ საკუთრებაში არ ვერევით, საკუთარ მანქანაში ვისაც უნდა მოწიოს, მაგრამ არ შეიძლება მოწიონ იგივე საკუთარ ან სხვა მანქანაში თუ იქ ზის არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია ბავშვებზე, ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებზე. თუ იქ ზის ბავშვი და მოზარდი, არასრულწლოვანი, იქ არ შეიძლება, დიახ, ამ წინადადებით შევდივართ, მაგრამ თუ თქვენ მარტო მგზავრობთ და ეწევით თქვენს მანქანაში, იქ ამას არავინ არ დაგიშლით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img