19.04.2024
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძე – უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება, არაა გამორიცხული მეოთხეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა – “ბუსტერი” აუცილებელი იქნება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მეოთხე დოზაც გახდეს საჭირო.

“პირველი მტკიცებულებები “ფაიზერმა” დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით, “ომიკრონის” შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ ფაიზერს აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი.

ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ შემოიღო. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება ფაიზერი, დანარჩენია სინოფარმი და სინოვაკი. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img