18.01.2025

ამირან გამყრელიძე – ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოქალაქეებში კორონავირუსის გადადების რისკი განსხვავებულია.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ აცრილზე ინფექციის გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია.

“განსხვავებულია გადადების რისკი. ვაქცინირებულზე გადადების რისკი არავაქცინრიებულთან შედარებით 9,3-ჯერ ნაკლებია. ვაქცინირებულს და არავაქცინირებულს თუ ექნათ ინფიცირებულთან კონტაქტი, ვაქცინირებულზე გადადების რისკი 9,3-ჯერ ნაკლებია”, – თქვა ამირან გამყრელიძემ. 

20 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 5 543 აცრა ჩატარდა,  დადასტურდა კორონავირუსის  5 219 ახალი შემთხვევა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img