05.08.2021
- Advertisement -spot_img

ამირან გამყრელიძის განმარტება – როდიდან და რა ვაქცინით აიცრებიან მოზარდები საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის დაიწყება. მისი თქმით, უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით.

„ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს – 16 წლიდან იწყება აცრა, ხოლო დანარჩენი ვაქცინები 18 წლიდანაა. 16 წლიდან დავიწყებთ ჩვენ ვაქცინაციას „ფაიზერით“. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებს ცრიან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მაგრამ უფრო ადრეულ ასაკში არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელიც უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა, ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი2”-ის ეთერში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საგარეო უწყება – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს უკანონო...

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img