23.11.2024

ამირან გულუაშვილი – სააკაშვილის საქმეებს მარტივად ჰქვია – სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ

საქმე რომელიც შეეხება ბიუჯეტის კუთვნილი 9 მლნ ლარის დახარჯვას, კონკრეტული პირის სიამოვნებისთვის, დაცვის მხარე ცდილობს ეს სისხლის სამართლის საქმე წარმოაჩინოს, როგორც პიჯაკების საქმე. – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „იმედი LIVE“ -ში განაცხადა. პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების შესახებ დეტალურად ისაუბრა, რომელიც  სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანხების განკარგვის საქმეს, ბიუჯეტის კუთვნილი 9 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება. მისი თქმით, სააკაშვილის საქმეებს მარტივად ჰქვია – სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ.

„საქმე რომელიც შეეხება ბიუჯეტის კუთვნილი 9 მლნ ლარის დახარჯვას, კონკრეტული პირის სიამოვნებისთვის, დაცვის მხარე ცდილობს ეს სისხლის სამართლის საქმე წარმოაჩინოს, როგორც პიჯაკების საქმე. ანუ, იმდენად ზედაპირული პოზიციაა, რომ თუნდაც, პიჯაკების დონეზე 9 მლნ ლარის დაყვანის არარეალურობა, მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეს საქმე პიჯაკების ნამდვილად არ არის. ის მომსახურებები, რაც მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიერ იქნა მიღებული, შეიძლება ითქვას რომ კოსმეტიკური ხარჯები არის ყველაზე დიდი ეს არის 721 000 ლარი.

კოსმეტიკურ ხარჯებში ვგულისხმობ: კოსმეტიკური ეპილაცია, ნაოჭების საწინააღმდეგო თერაპია, ლაზერული ხასიათის გამოკვლევები, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა სხვადასხვა ქალაქებში. 114 000 ლარი იქნა აღებული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებიდან იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს და გიგი უგულავას ჩაეტარებინა სპა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავდა გახდომის პროცედურების ჩატარებას. 2009 წლის თებერვალში საჯაროდ ვრცელდება კადრები, სადაც დოქტორ დოტი სპეციფიკური მასაჟის პროცედურას უტარებს სააკაშვილს, ამ ყველაფერმა კი ხალხის აღშფოთება გამოიწვია.

191 000 არის დახარჯული ესპანელ მზარეულზე, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა. მისი ჩამოსვლა, დაბინავება სრულად იქნა ანაზღაურებული საიდუმლო ხარჯებიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა. 

დუბაიში ახალი წლის აღნიშვნის მიზნით სასტუმროებში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავდნენ. მათ შორის არიან თანამდებობის პირები.  მიხეილ საბაშვილის მიერ მიღებული ძვირად ღირებული მომსახურების ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეუძლებელია ეს სისხლის სამართლის საქმე დასათაურდეს ერთი კონკრეტული ნივთით. ამ სისხლის სამართლის საქმეს მარტივად ჰქვია – „სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ“, – აცხადებს გულუაშვილი. 

პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძისთვის 125 ათასი ლარის ოდენობის მომსახურების გაწევაზეც ისაუბრა. 

„აქ საუბარი არის არა იმაზე, რომ ექიმი უწევს სამედიცინო დახმარებას პრეზიდენტს, არამედ თავად ექიმს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, რომელიც მან მიიღო საზღვარგარეთ. ვადასტურებთ, რომ ეს იყო სამკურნალო ვიზიტი მისი მხრიდან, ისიც გასაგებია, რომ სოციალურ სახელმწიფოში ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხარჯების გაღება, მაგრამ არა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ და არა გრიფით „საიდუმლო“ და არა იმ ოდენობით და იმ დაწესებულებაში, სადაც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში განხორციელდა. ამაზე აფუძნებს ბრალდების მხარე საკუთარ ბრალდებას, როდესაც ამტკიცებს, რომ ამ თანხების ხარჯვა მოხდა არამიზნობრივად“, – აღნიშნავს პროკურორი.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა  მკერდით შესრულებულ ნახატზე ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე 16 245 ლარად შეიძინა.

„ერთ-ერთი ასეთი ნახატი შეიძინა მიხეილ სააკაშვილმა, ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე და ისევ საიდუმლო გრიფის პირობებში. თუმცა რთულია წარმოვიდგინოთ რა იყო აქ საიდუმლოება“, – აცხადებს  გულუაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img