27.10.2021
- Advertisement -spot_img

ანა ბუჩუკური – ტყუილია, რომ გიორგი გახარია შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილია, რომ ისინი ერთ სასტუმროში ცხოვრობენ

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ტყუილია ის ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია და ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ.

„ეს არის მმართველი პარტიის მორიგი ტყუილი. როგორც ჩანს, ძალიან ნერვიულობენ იმ შეხვედრებზე, რაც ბატონ გახარიას ჰქონდა ბრიუსელში და ახლა უკვე ამერიკაში აქვს. სამწუხარო არის ის, რომ ამ შემთხვევაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც ჩართეს ამ ტყუილების ტირაჟირებაში. ძალიან ვწუხვარ ამაზე. ესეც არის ტყუილი, რომ თითქოს ბატონი გახარია და სააკაშვილი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. სასტუმროს დასახელება ნამდვილად არ ვიცი. ტყუილია, რომ ბატონი გახარია შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ტყუილია, რომ ისინი ცხოვრობენ ერთ სასტუმროში. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული შეხვედრები ჰქონდა ბატონ გიორგი გახარიას როგორც ბრიუსელში,ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბევრი სერია ვნახეთ აქამდე ტყუილების და ეს თუ არ ვცდები მე-4 სერიაა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან წამოვიდა. თნა ბოკუჩავას უნდა ჰკითხოთ, რაში სჭირდება ასეთი ტყუილის გავრცელება. მმართველ პარტიას რომ აქვს პანიკა ეს არის ფაქტი. საზოგადოებაც ღიმილით უყურებს ამას და „ქართული ოცნება“ ამას უკვე თავის პარტაქტივსაც ვერ აჯერებს. შეხვედრა არ შემდგარა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისათვის, ტელეკომპნანი “რუსთავი 2-მა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში მიხეილ სააკაშვილი და გიორგი გახარია ერთმანეთს კონსპირაციულად შეხვდნენ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img