09.12.2021
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე ჩრდილოვან კაბინეტზე – კანდიდატების წინასწარ დასახელება ამომრჩეველთან არასწორად ჩანს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის შედეგამდე თანამდებობის გადანაწილება არასწორია. 

“მე, ზოგადად, არ მივესალმები და ვფიქრობ, რომ ამომრჩეველზეც კარგად არ მოქმედებს, როდესაც წინასწარ, შედეგებამდე ხდება სკამებისა და თანამდებობების გადანაწილება. ჯერ უნდა გაიმარჯვო, დადო შენი შედეგი და შემდეგ უკვე შედეგების მიხედვით კოალიციას ადგენ”. – თქვა ანა დოლიძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან”. 

მისივე თქმით, ძალაუფლების გადანაწილების პრინციპით მართვის მოდელის მომხრეა.

ეს მეც ვთქვი, რომ თბილისი შეიძლება იყოს პილოტური მოდელი, როგორ შეიძლება წარიმართოს მთელი ქვეყანა, მაგრამ ადამიანების დასახელება, მანამ სანამ შედეგი დადგება, ჩემი აზრით, არასწორად ჩანს ამომრჩევლის თვალში“. – აცხადებს დოლიძე. 

ნაციონალური მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩრდილოვან კაბინეტს წარადგენს. ჯამში 25 პოზიციაზე განიხილება ოპოზიციის წევრების კანდიდატურები.

ამ დრომდე მიმდინარეობს გადაწყვეტილებების შეჯერება 10 გამგებლის პოზიციაზეც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img