19.04.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე – დეპუტატმა ჩანქსელიანმა ხალხს უნდა აუხსნას, რატომ გაიზარდა პურის ფასი

იმის ნაცვლად, რომ დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა ქართველ ხალხს აუხსნას, რატომ გაიზარდა პურის ფასი, როდესაც ხორბლის სუბსიდიისთვის მისი ოჯახის კომპანიამ ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი მიიღო, მე მიჩივის ცილისწამებისთვის და სურს, რომ მსდიოს სასამართლო-სასამართლო, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში „ბევრილი ჯგუფის“ და დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანის წინააღმდეგ შესაგებელი შეიტანა.

„2020 წლის ივნისში გამართულ ბრიფინგზე თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ჩანქსელიანის შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის თაობაზე ვისაუბრე. მის ყოფილი კომპანია „ბევრილი ჯგუფი“ ხორბლის შესაძენად სახელმწიფომ მილიონნახევარი ლარით დაასუბსიდირა. გარდა იმისა, რომ გოდერძი ჩანქსელიანი არის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, მისი ძმა, რომელიც არის „ბევრილი ჯგუფის“ ამჟამინდელი მფლობელი, „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები სავარუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით. გოდერძი ჩანქსელიანს ქართველი ხალხისთვის უნდა აეხსნა, თუ სად წავიდა ეს სუბსიდია, რატომ გაიზარდა პურის ფასი, როდესაც ჩვენ, ხორბლის დაბალი ფასის შესანარჩუნებლად ბიუჯეტიდან ამდენი თანხა გადავუხადეთ. ამის ნაცვლად ჩანქსელიანის ოჯახი, რომლის უკანაც, ფაქტია, დეპუტატი დგას, მე მიჩივის ცილისწამებისთვის და სურთ მსდიონ სასამართლო-სასამართლო. არანაირი პრობლემა არ არის. www.factcheck.ge -მ უკვე დაადასტურა, რომ ყველა სიტყვა ჩემს გამოსვლაში იყო მართალი“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტის მარი რუხაძის ინფორმაციით, ანა დოლიძის განცხადება თავიდანვე უტყუარ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რაც სასამართლოშიც დამტკიცდება.

“გოდერძი ჩანქსელიანის სარჩელი წარდგენილია როგორც შინაარსობრივი, ისე პროცესუალური ნორმების დარღვევით, კერძოდ, სარჩელში მოსარჩელე მხარე ჩანქსელიანის ნაცვლად განსაზღვრულია „ბევრილი ჯგუფით“. ასევე, სარჩელი სასამართლოს წარედგინა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით და მოპასუხე მხარეს ჩაბარდა ხუთი თვის დაგვიანებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში არ უნდა მიიღოს“, – განაცხადა მარი რუხაძემ.

ინფორმაციას მოძრაობა „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img