09.12.2021
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე ენმ-ს და სხვა პარტიებს ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, გამარჯვების მეტი შანსი იყო

პარტია “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძის თქმით, ენმ-ს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს მისთვის, რომ მხარი დაეჭირათ, გამარჯვების მეტი შანსი იქნებოდა.

“მე ადრე შევთავაზე, დავაყენე ჩემი კანდიდატურა, რომ სიგნალი მიმეცა ოპოზიციისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ წარვადგინე ჩემი თავი, მთლიანად ოპოზიციისთვის, რომ მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელსაც არ ჰქონდა ნაციონალებთან რაიმე კავშირი. მთავარ კოზირს არ მივცემდით ხელისუფლებას, რომ მხოლოდ ნაციონალები არიან მეორე მხარეს.

ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის შუაშისტებს, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო. ეს იქნებოდა მაშინ, ნაციონალურ მოძრაობას პლიუს ყველა შუა. რატომ არ დამიჭირეს მხარი? – ალბათ, არ იზიარებენ ჩემს დღის წესრიგს. არც არავინ მოსულა ამის შემდეგ ჩემთან, მოსალაპარაკებლად. ყველა, ვინც მხარს დამიჭერდა, მხარს დაუჭერდა ამ დღის წესრიგს, რომელსაც თავის დროზე, ვატარებდი მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მიმართაც.’- განაცხადა დოლიძემ “პალიტრანიუსთან”.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ერიკა ოლსონი – ჩვენ გვაწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img