23.11.2024

ანა დოლიძე – ეროვნული თანხმობის პროცესი შეიძლება იყოს ერთგვარი „შარლ მიშელი 2“

„ეროვნული თანხმობის პროცესი შეიძლება იყოს ერთგვარი „შარლ მიშელი 2“ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთთან საუბარი ისწავლოს,“ – ასე შეაფასა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესი.

მისი თქმით,   ინიციატივის კონკრეტული სახის მიღება დროში გაიწელოს, რის გამოს, შესაძლოა, ამ პროცესმა ხალხში ფრუსტრირება გამოიწვიოს.

„რაც მეტი ხანი ვილაპარაკებთ პოლიტიკოსები თუ ლიდერები ამ თემაზე კონკრეტული საქმის გარეშე იმ პირობებში, როცა მართლა ბევრი პრობლემა აქვს ხალხს გადასაწყვეტი, მით უფრო გაიზრდება ამ იდეით გაღიზიანება და არმიღება ხალხისგან. ამიტომ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკვე ჰქონდეს რაღაცა გეგმა, როგორ გამოიყურება ეს პროცესი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის მოსაზრებით, ეროვნული თანხმობის პროცესი შეიძლება იყოს ერთგვარი „შარლ მიშელი 2“ იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთთან საუბარი ისწავლოს:

„მე უფრო ესე მესახება და არ ვიცი, ამ შემთხვევაში ჩვენთვის ეს რამდენად საინტერესო არის. “შარლ მიშელის შეთანხმება” არ შედგა. ეს ორი პარტია – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთმანეთს, განსაკუთრებით საკონსტიტუციო შეთანხმების მიღებასთან დაკავშირებით, უდგენს პირობებს და, ფაქტობრივად, ხალხს აშანტაჟებს. 2 პროცენტზე საარჩევნო ბარიერის დაწევა ხომ სახელმწიფო დაკვეთაა, ეს ხომ, ამავე დროს, ევროპული მიზნის შესრულებაა… ჩვენ თუ დავტოვებთ მარტო ამ ორი პარტიის შესვლის შესაძლებლობას შემდეგ პარლამენტში, აქ იქნება სამოქალაქო ომი – ცალსახაა. ანუ თუ დავტოვეთ ხუთპროცენტიან ბარიერს, მაშინ ჩათვალეთ, რომ 2020-ის მონაცემებით, ამ ორი პარტიის გარდა, პარლამენტში ვერავინ  მოხვდება –  „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა.  ახლა ვინ როგორ გაიზრდება 2024-ისთვის, ეს სულ სხვა მონაცემებია. შეიძლება  სწორდ ამისთვის იყოს ეს პროცესი, რომ ამ პოლიტიკურმა ელიტამ ისწავლოს ერთმანეთთან საუბარი, ელემენტარულად ერთ ოთახში გაჩერება, ამისთვის მომზადება იყოს. ამას ყველაფერს გზაში ვიხილავთ, როგორც მგონია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img