19.03.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე – გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი

„თუ ეს გაფრთხილებაა, რომ მე არ უნდა გავაკეთო დამოუკიდებელი ძალა და უნდა შევეშვა პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც ჩანს, ის ხალხი, ვინც ფარული ჩანაწერების დავალებას იძლევა და ახორციელებს, კარგად არ მიცნობს“ , – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ, მის სახლში ფარული ვიდეო კამერის დამონტაჟებას ეხება.

დოლიძის თქმით, გავრცელებულ ინტერვიუში რამდენიმე კითხვის ნიშანია, რომელიც საგამოძიებო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„ჩვენების თანახმად, ფარული ჩაწერა 2014 წელს ხორციელდებოდა, თუმცა ამ დროს მე საქართველოში არ ვიყავი. 2015 წლის ივნისში დავბრუნდი ქვეყანაში. მეორე კითხვის ნიშანი ისაა, რომ ჩვენება მიცემულია 2019 წელს, მაშინ, როდესაც მე ვიყავი მთავარი მებრძოლი სასამართლო „კლანის“ წინააღმდეგ და სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე ედო „კლანის“ მოთხოვნა, ჩემი იუსტიციის საბჭოდან გაწვევასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ეს მესმის როგორც პოტენციური გაფრთხილება, რათა ჩემნაირ აქტიურ ადამიანს თავი შეეკავებინა პოლიტიკური საქმიანობისგან. მესამე, და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აქვს ფაილები ათასობით ადამიანის შესახებ და ამ ათასობით ადამიანიდან მასახელებს მხოლოდ მე. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება, რომელსაც აუცილებლად ექნება საერთაშორისო წნეხი, რასაც პირადად ვუზრუნველვყოფ“, – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img