24.04.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე: კარლ ჰარცელთან მოვედი მოსახლეობის იმ 60%-ს პოზიციების გასახმოვანებლად, ვისაც პოლიტიკური კრიზისის დასრულება სურს

მოძრაობა ხალხისთვის ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს. ამასთან, ანა დოლიძემ ევროკავშირის ელჩს სასამართლო სისტემის რეფორმირების მისეული ხედვა გააცნო.

 „მოხარული ვარ, რომ მაქვს სამუშაო შეხვედრა ანა დოლიძესთან. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია და ახლაც მაქვს შესაძლებლობა მოვუსმინო მის ხედვებს თავის პარტიასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა შეხვედრის დაწყების წინ.

როგორც ანა დოლიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირის ელჩთან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. 

„კვლევა კვლევაზე აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი უმრავლესობის დაკვეთა არის პოლიტიკური კრიზისის დასრულება. ამისთვის უნდა არსებობდეს ხმა, რომელიც მიეცემა იმ 60%-ს, ვისაც უნდა, რომ გადაწყდეს ეს კრიზისი. სწორედ მათი პოზიციების გასახმოვანებლად მოვედი აქ. შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა და  როგორ უნდა მიეცეს ამ პროცესებში ჩართვის შესაძლებლობა მოსახლეობის უმრავლესობის, ვისაც ეს პოლიტიკური ჩიხი მობეზრდა.  ასევე ვიმსჯელეთ, რა საკითხები შეიძლება გახმოვანდეს, რაც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება და წვლილს შეიტანს იმაში, რომ გამოვიდეთ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან,“ – აღნიშნა  „ხალხისთვის“ ლიდერმა.

ანა დოლიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მდუმარე საზოგადოების მობილიზება იმისთვის, რომ დანიელსონის გეგმა განხორციელდეს.

„დღეს გეგმას მხარს უჭერს ევროკავშირი, მაგრამ ხელი არ მოაწერა არც ერთმა მხარემ. ამას სჭირდება ძალა, რომელიც ამ გეგმას შეიძლება მისცეს საზოგადოებამ, რომელიც არ არის არცერთ მხარეს. ამ ყველაფრის გასახმოვანებლად მოვედი და ამავე დროს მოვიტანე კონკრეტული წინადადებები, როგორ შეიძლება წავიდეს წინ სასამართლო რეფორმა. ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული რეფორმებით მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით. რეფორმები სასამართლოს გამჭვირვალობის გაზრდასთან დაკავშირებით. მაგიდაზე უნდა იყოს ბევრი წინადადება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის და პატარა მუხტს მაინც მისცემს ჩიხში შესული პროცესის წინ წასვლას,”- განაცხადა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img