12.06.2021
- Advertisement -

ანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს

ანა დოლიძე ხვალ პარტიას “ხალხისთვის” აფუძნებს. „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა იქნება.

„ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას – „ხალხისთვის“. „ხალხისთვის“ არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარი ფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევს ფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.

ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა, სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო.

ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების, ხედვისა და კომპეტენციის პირები, ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, ბევრ პროფესიონალთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს, სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ  წასვლას მთავარი  მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად,“ – აღნიშნავს „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.  

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება ხვალ, 22 მაისს, 12:00 სთ-ზე.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

ექიმებმა დანიელი ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გადარჩენა შეძლეს

მედიაში გავრცელებული, ინფორმაციით ქრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულურია და ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა შეძლეს.  ცოტა ხნის წინ სტადიონზე, სადაც მატჩი მიმდინარეობდა...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -