13.10.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე – კობახიძეს აქვს კონკრეტული ფუნქცია, მას აქვს გამბედაობა და არ აქვს სინდისი, ის ამბობს ყველაზე მიუღებელ რაღაცეებს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „კობახიძე ყველაზე მიუღებელ რაღაცებს ამბობს და ამის თავის თავზე აღება შეუძლია“.

როგორც ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, კობახიძის გზავნილების ამოცანა არის ის, რომ საქართველო მაჩანჩალა ქვეყნად დარჩეს.

„ირაკლი კობახიძეს აქვს კონკრეტული ფუნქცია. მას აქვს გამბედაობა და არ აქვს სინდისი, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ის ამბობს ყველაზე მიუღებელ რაღაცებს. პიროვნულად შეუძლია ამის თავის თავზე აღება და ამას სხვა წევრი ვერ გააკეთებს.

ამ გზავნილების ამოცანაა, ჩვენ დავრჩეთ მაჩანჩალა ქვეყნად, ეს კოლონიური ამოცანაა. იცით როგორ ასწავლიდნენ სანამ სამხრეთ აფრიკა დამოუკიდებელი გახდებოდა? ბავშვებს პირდაპირ ასწავლიდნენ „თქვენ არ გაქვთ უნარები, რომ რამე შექმნათ, თქვენ ხართ მაჩანჩალები, თქვენგან არაფერი გამოვა და ამიტომ, დაკმაყოფილდით იმ მეორე ხარისხოვანი როლით“.

ამის ნაწილია რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, რომ „დამშვიდდით თქვენ მაინც არაფერი გეღირსებათ, ხვალ მოხდება ეს თუ 20 წლის შემდეგ არაფერი გამოგივათ, თქვენ მაინც დარჩებით დამლაგებლებად დასავლურ სახელმწიფოებში“.

აი, ახლა მექსიკის საზღვარზე სატვირთო მანქანა, რომ იპოვეს, ვლოცულობ რომ იქ ქართველი არავინ აღმოჩნდეს. იმიტომ რომ იმდენი შეტყობინება მომდის, რომ მასობრივად ჩვენი თანამემამულეები სხდებიან მანქანებში და გადადიან. ჩემი მეგობრები გადასულები არიან. ამ ადამიანებს იცით, რომ გვამები ხვდებათ გზაზე. ამ პირობებში არის ჩაყენებული ჩვენი ქვეყანა და „ოცნების“ რიტორიკა არის „არეულობა ხომ არ გინდათ? ამიტომ, იყავით აი ასე“.

ირაკლი კობახიძე სწავლობდა და განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. თუ ასეთი კარგი იყო წასულიყო და მოსკოვში ესწავლა. არ დაგვავიწყდეს, რომ ვინც ამ იდეას ასაღებს, რომ ჩვენ არ გვქონდეს ამბიცია“, – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img