19.09.2021
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე: მავნებლურია კანონპროექტი, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეს გადასახადის გადაუხდელობის გამო სასწავლო წლის დასრულებას უკრძალავს

„პარლამენტში უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც არის სახალხო ინტერესზე ორიენტირებული, რათა  გააჩეროს ასეთი ინიციატივები როგორიც არის  კერძო სკოლების შესახებ.  დღეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მეორე მოსმენით განიხილავს, ჩემი აზრით, მავნებლურ კანონპროექტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო მოსწავლეს  სასწავლო წლის დასრულების შესაძლებლობას წაართმევს ,“ –  აცხადებს ანა დოლიძე, რომლის აზრით  „ზოგადი განათლების შესახებ“  კანონში  ცვლილებების შეტანა არ არის მომზადებული და არ არის შეთანხმებული შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან. 

„წარმოდგენილი ცვლილებით, რომელიც გააქვს „ქართული ოცნების“ პარლამენტს, თუ მშობელი ვერ იხდის გადასახადს, კერძო სკოლას ექმნება შესაძლებლობა, რომ სემესტრის დასრულების შემდეგ, ახალი სემესტრის დაწყებამდე, შეუწყვიტოს სტატუსი მოსწავლეს და მოითხოვოს მისი გადაყვანა სკოლიდან. ჩემი აზრით, ამ ცვლილების მიღება არ შეიძლება. გავიხსენოთ ლუკა სირაძის საქმე, როგორი ტავმა მოახდინა ამ არაჩვეულებრივ ბავშვზე სკოლიდან გადასვლის საკითხმა. გავიხსენოთ ბავშვობა, რამდენად მტკივნეულია შუა სასწავლო წელს სკოლაში მისვლა, როდესაც არავის იცნობ და ეს იმიტომ, რომ შენმა მშობლებმა სწავლის გადასახადი ვერ გადაიხადეს. ეს ცვლილება არის მავნებლური და არ არის გავლილი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, მოზარდების ფსიქოლოგებთან და ზოგადად ფსიქოლოგებთან.

მოსწავლეს უნდა მიეცეს სასწავლო წლის დასრულების უფლება. ასეთ სიტუაციაში სკოლას შეუძლია მიმართოს ჩვეულებრივ სამოქალაქო სამართლებრივ მეთოდებს, დაასრულებინოს მოსწავლეს  სასწავლო წელი და ამის შემდეგ თუ მშობელი ვერ გადაიხდის სწავლის საფასურს უჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს ფასის დაფარვა სამართლებრივი მექანიზმებით. ჩემი აზრით, ამ ცვლილების მიღება, რომელიც მეორე მოსმენით პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გადის არ უნდა იყოს განხილული და შესაბამისად მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში  ჩვენ მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას,“ – აცხადებს ანა დოლიძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img