09.12.2021
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე-მედიას ინფორმაციის მიმწოდებლის გაუთქმელობასთან დაკავშირებით იცავს ჩვენივე კანონმდებლობა

ანა დოლიძე-მედიას ინფორმაციის მიმწოდებლის გაუთქმელობასთან დაკავშირებით იცავს ჩვენივე კანონმდებლობა“ “მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, არის კლანის მიერ დანიშნული და დიდად იმედი ვერც გვექნება მისი დამოუკიდებლობის. მეორე, იგი არის გამომძიებელი თავისი წარსულით და ბიოგრაფიით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, მან ალბათ არც იცის მთელი ის სამართლებრივი ჩარჩო, რაშიც უნდა განვიხილოთ “ტვ. პირველის” მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიო მასალა. – ასე შეაფასა მოძრაობა “ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის მიცემული თანხმობა, ტელეკომპანია “ტვ პირველში“ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

ანა დოლიძის განმარტებით, საქმეში არის ორი უმთავრესი კანონდარღვევა – პირველი, “ტვ. პირველი“ და ზოგადად, მედია დაცულია “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონმდებლობით და მეორე – მამხილებელს იცავს საერთაშორისო პრაქტიკა. “ეს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილისთვის რთულად გასაგები იქნებოდა, რადგან იგი კლანის მიერ დაწინაურებული ერთი ჩვეულებრივი გამომძიებელია. ეს გადაწყვეტილება არ გამიკვირდა ორი მიზეზის გამო: – მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, არის კლანის მიერ დანიშნული და დიდად იმედი ვერც გვექნება მისი დამოუკიდებლობის. მეორე, იგი არის გამომძიებელი თავისი წარსულით და ბიოგრაფიით. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, მან ალბათ არც იცის მთელი ის სამართლებრივი ჩარჩო, რაშიც უნდა განვიხილოთ ტვ. პირველის მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიო მასალა. დავიწყოთ იქედან, რომ მედიას ინფორმაციის მიმწოდებლის გაუთქმელობასთან დაკავშირებით იცავს ჩვენივე კანონმდებლობა, ხოლო მამხილებელი ანუ პირი, ვინც ეს მასალა მოაწოდა “ტვ პირველს“, არის დაცული ინფორმაციული ფასეულობებით, რადგან მნიშვნელოვანი საინფორმაციო სიკეთე შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ იგი არის დაცული მამხილებლის დაცვის მთელი რიგი საერთაშორისო პრინციპებით. ამას მოსამართლე კლდიაშვილი თავისი წარსულით, სულ რომ არც იყოს კლანის დანიშნული, ვერ განჭვრეტდა, რადგან ის არის ერთი ჩვეულებრივი დაწინაურებული გამომძიებელი. ხელისუფლებას კი ამ შემთხვევაში მეტი არაფერი დარჩენია, ამიტომ შეიძლება ეს სიტუაციაც გამოიყენონ, როგორც საკუთარი უპირატესობის დამტკიცების მორიგი შესაძლებლობა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img