19.04.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას – „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძემ იმ რაიონების საკრებულოების ოპოზიციონერ წევრებს მიმართა, სადაც ისინი უმრავლესობით არიან წარმოდგენილნი და მათ მერების იმპიჩმენტისკენ მოუწოდებს.

დოლიძის ინფორმაციით, კანონმდებლობა ოპოზიციონერ კანდიდატებს აძლევს საშუალებას, საკრებულოების უფლებამოსილების დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ დაიწყონ მერის გადაყენების პროცედურები.

ანა დოლიძის განცხადებით, სწორედ ეს მიიყვანს ქვეყანას ვადამდელ არჩევნებამდე. 

„ჩვენ ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ სახალხო იმპიჩმენტს. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, აქვს საშუალება, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ეს რაიონებია: ბათუმი რუსთავი ზუგდიდი წალენჯიხა ჩხოროწყუ სენაკი.

ასევე, თუ საკრებულო ამას არ გააკეთებს, მოსახლეობის 20 პროცენტს აქვს საშუალება, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება მისცემს სიგნალს ხელისუფლებას და ჩვენ საერთაშორისი თანამეგობრობას, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების მორიგჯერ ღიად მოპარვა მიუღებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი და ვითარება მომწიფებულია ვადამდელი არჩევნებისთვის. სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, არის საშუალება, ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ დროა, გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიცია საკრებულოებში უმრავლესობით არის წარმოდგენილი ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და სენაკში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img