20.04.2024
- Advertisement -spot_img

ანა დოლიძე პოლიტიკურ პარტიას “ხალხისთვის” აფუძნებს

„მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე  პარტიას “ხალხისთვის” აფუძნებს. ამ ეტაპზე პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც ჟურნალისტებთან დოლიძემ განაცხადა, ახალი პოლიტიკური პარტია მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება.

“როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ჩვენც შეწუხებული ვართ, იმ პოლიტიკური ჩიხით რაც შექმნილია, ჩვენს პოლიტიკაში. ამ პირობებში ჩემდამი გამოცხადებული ნდობის გამო, რაც არის მოსახლეობის 18% იმ კონკრეტულ ოლქში, ჩვენ გადავწყვიტეთ, პოლიტიკური პარტია შევქმნათ, რომელიც მთავარს – სახალხო ინტერესს მოემსახურება. ამიტომ მარტივად “ხალხისთვის” ერქმევა. დღეს ჩვენ პარტიაში გაწევრიანებისთვის ხელმოწერებს ვაგროვებთ, რადგან კანონმდებლობა ხელმოწერების გარკვეულ რაოდენობას მოითხოვს. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ ისე როგორც სხვა პარტია, კაბინეტში და თავის შემოგარენში, ჩვენ გავდივართ ხალხში!”, – განაცხადა დოლიძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img